Friday, April 15, 2011

mcenareebi

mcenareeebi aris sachiro....
ჩემი სოფლის ტერიტორია მოიცავს 1030 ჰა-ს. აქედან 600 ჰა გამოყენებულია სახნავ-სათესად. სოფლის ტერიტორიაზე ძირითადად გვხვდება ფლორისა და ფაუნის ის სახეობები, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონისთვისაა დამახასიათებელი.
ბუნებრივი ტყის მასივი სოფელში არ გვხვდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის აღმოსავლეთით მიედინება მდინარე არცეულა, ამ მდინარის კალაპოტს ბანდალას ხევს უწოდებენ. სოფლის ბოლო წელში მდინარე ქმნიდა ბუნებრივ ჭალებს, მისთვის დამახასიათებელი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროთი. ჭალას ქმნის ქაცვი, ეკალი, კვრინჩხი, ფშატი, მურყანი, ზღმარტლი, მაყვალი.
1968 წლიდან ე. წ. ბანდალას ხევი და მისი მიმდებარე ტერიტორია გამასივდა, გაიჩეხა ბუნებრივი მცენარეულობა და მათი ადგილი დაიკავა სახნავ-სათესმა მიწებმა და კულტურულმა ნარგავებმა. დღეს ამ ადგილებში პატარა ჭალის ტყის არსებობას, ტერიტორიის სახელი ,,ჭალები”-ღა შემორჩა. ბანდალას ხევის ამოვსებამ აღნიშნულ ტერიტორიებზე პატარა ჭაობების გაჩენა გამოიწვია. მცენარეულობიდან აქ გვხვდება ლელი. ბუნებრივი საბინადრო გარემოს მოსპობასთან ერთად საერთოდ გადაშენდა კურდღელი. ჭაობებში გავრცელდა წყალქათამა, ღალღა, სეზონზე გვხვდება გადამფრენი ფრინველებიც. მაგ: იხვები, წერო, ყანჩა.
მომსწრენი იგონებენ, რომ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე ყოფილა 4 ხნოვანი თელის ხე და 200 მ-იანი ხელოვნური ქაცვის ზოლი. ამ ადგილს დღეს ,,სანდროს თელას” უწოდებენ, სადაც ხილის ბაღებია გაშენებული. 
არხის ნაპირებზე გვხვდება ასკილი, ფშატი, კუნელი, ტყემალი. ალაგ-ალაგ ტირიფები, მურყანი და მრავალფეროვანი ბალახოვანი მცენარე. არხში გასულ წლებთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც გვხვდება სხვადასხვა სახეობის თევზი, მაგალითად: ნაფოტა, წვერა, ბაჩა, ციმორი.
ფაუნის წარმომადგენლებიდან მრავლად იყო კურდღელი, მელია, ტყის ქათამი. პერიოდულად შეინიშნებოდა მგლის არსებობაც. ამ ბოლო დროს სოფლის ტერიტორიაზე შეიმჩნევა მელიის მომრავლება, ასევე ზღარბის და თხუნელის, ეს ალბათ მღრნელების გამრავლებითაცაა გამოწვეული. სანადირო ფრინველებიდან სეზონზე მრავლადაა მწყერი.
ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხვლიკი, ანკარა, მცირე რაოდენობით კუ, ამფიბიებიდან ტყის ბაყაყი და გომბეშო. აღსანიშნავია მწერების მრავალფეროვანი სახეობა.
ბალახოვანი მცენარეებიდან აღსანიშნავია გავრცელებული სამკურნალო მცენარეები: ვირისტერფა, გვირილა, კრაზანა, ქრისტესისხლა, ფარსმანდუკი და სხვა.
მრავლად გვხვდება სარეველა მცენარეებიც, მათ შორის პარაზიტებიც. მაგ: აბრეშუმა. ჩვენს კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუუვნენ ამ შემთხვევაში არასასურველი ინტროლუცირებული სახეობები: ამბროზია, კარტოფილის მავნებელი - კოლორადოს ხოჭო. სოკოებიდან გავრცელებულია: შავჩოხა, ვერხვისძირა და ქამა. es informacia aris http://lemill.net/content/webpages/flora-da-fauna

No comments:

Post a Comment